საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა დაპირისპირებული ახალგაზრდები შეარიგა

9 მაისი
464-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაპირისპირებული ახალგაზრდები შეარიგა.

უწმინდესმა ოპოზიციის აქტივისტები გიორგი ონიანი, რევაზ რევაზიშვილი და მელორ ვაჩნაძე, პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა ავალიანი ამბიონზე აიყვანა. მათ ნაკურთხი წყალი ასხურა, მოუწოდა შერიგებისკენ და საჩუქრად ხატები გადასცა.

“უნდა დასრულდეს პირადი მტრობა, დაპირისპირება მხარეებს შორის და აღნიშნული ფაქტი ამის კარგი მაგალითია”, _ აღნიშნა ნიკა ავალიანმა.
როგორც რევაზ რევაზიშვილმა განაცხადა, ისიც ინანიებს მომხდარს და მადლიერება გამოხატავს პატრიარქის მიმართ.

დღეს ტაძარში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე, ახალგაზრდების ახლობლები და ადვოკატი.

ოპოზიციის აქტივისტებსა და ნიკა ავალიანს შორის ინციდენტი ტელევიზიასთან რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ გიორგი ონიანი, რევაზ რევაზიშვილი და მელორ ვაჩნაძე დააკავა. ისინი პატიმრობიდან პატრიარქის თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდნენ.