საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზოგადოებას ურთიერთმოსმენისკენ მოუწოდა

7 აპრილი
442-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზოგადოებას ურთიერთმოსმენისკენ მოუწოდა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ხარების ტაძარში პატრიარქმა დღეს სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

“ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც შეუძლია სიყვარული. არსებობენ ადამიანები, როლებსაც მოაქვთ სიხარული, სადაც არ უნდა შევიდეს, სახლი იქნება, თუ დაწესებულება, ხარობს. ეს ნიშნავს, რომ მისი გული ტაძარია უფლისა. მადლი სულისა წმინდისა არ შეიძლება გაჩერდეს ერთ ადამიანზე, ის ყველას ეფინება. ზოგიერთი ადამიანი ჩაკეტილია თავის გულში და იქ ადგილი თავის ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ. იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს გავუგებთ და ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას”,- ბრძანა უწმინდესმა.