საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის ასლი ჩამოაბრძანეს

19 მარტი
438-2

წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის ასლი სამების ტაძარშია დაბრძანებული,რომელიც საქართველოში ათონის მთიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩამოაბრძანეს.

დელეგაციის შემადგენლობაში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია იყვნენ.

წმიდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის ასლი ათონის წმინდა მთაზე, ბულგარელ მამათა მონასტერში, ბერთა თანამეგობრობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სპეციალურად საქართველოსთვის დაიწერა.

სასწაულმოქმედი ხატის პირველი სასწაული მე-10 საუკუნეში გახდა ერისთვის ცნობილი, როცა ათონის მთაზე აშენებულ ბულგარელ მამათა მონასტრის ცარიელ კედელზე წმინდა გიორგი გამოისახა.

ქართველი ერი სასწაულმოქმედი ხატის ჩამობრძანებას ქვეყნის გაძლიერებას და სიმშვიდეს უკავშირებს.