საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

17 მარტი

ბოლო დროს ქართულ პრესაში გახშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პუბლიკაციები, სადაც წყაროზე მიუთითებლად ხდება – “დეტალური აღწერები” ისეთი მოვლენების, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამ სტატიებით ჩრდილი ადგება არა მარტო კონკრეტულ იერარქებს, არამედ მთლიანად საქართველოს საპატრიარქოს.

ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმაციები და მასალები საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელზე ზრუნვის საბაბით მოსახლეობაში ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

გთხოვთ, ფრთხილად მოეკიდოთ მსგავს პუბლიკაციებს.

17.03.09