საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ათონის მთიდან წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატის ასლს ჩამოაბრძანებენ

13 მარტი
432-2

ათონის მთიდან წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატის ასლს ჩამოაბრძანებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოსთვის ათონის მთაზე, წმინდა გიორგის სასაწაულთმოქმედი ხატის ასლი დაიწერა.

ხატის ჩამოსაბრძანებლად სასულიერო პირთა დელეგაცია საბერძნეთში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.

დელეგაციას ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი ხელმძღვანელობს. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის თქმით, ათონის მთაზე არის ბულგარელთა წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, რომელის დამაარსებლად წმინდა გიორგის სასაწაულთმოქმედი ხატი ითვლება.

“სწორედ ამ ხატის ასლი დაიწერა საქართველოსთვის. მისი შემწეობით გაძლიერდება და გამთლიანდება სრულიად საქართველო”, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

წმინდა გიორგის ხატი საქართველოში 19 მარტს ჩამობრძანდება. აეროპორტიდან ხატს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.