საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება

17 თებერვალი
426-2

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწმინდესი თავს უკეთ გრძნობს და საქართველოში კვირის ბოლოსათვის დაბრუნდება.

პატრიარქი მკურნალობის კურსს გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამაჯანსაღებელ ცენტრში გადის. უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და მას გულთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამა დავით შარაშენიძე გამოეხმაურა იმ მედიასაშუალებებს, სადაც გავრცელებული იყო მცდარი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დეკანოზმა დავით შარაშენიძემ ყველა ჟურნალისტს სთხოვა, რომ ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას, გადაამოწმონ საპატრიარქოში, ან ბერლინში, სადაც უწმინდესი გადიოდა მკურნალობას. მამა დავითმა ყველა მედიის წარმომადგენელს ასევე სთხოვა, რომ შექმნილი მდგომარეობა საკუთარი თავის რეკლამისათვის არ გამოიყენონ.

გერმანელი ექმიმების რჩვევით, პატრიარქიკუშმანის კლინიკაში უნდა დარჩენილიყო ორი კვირით, თუმცა უწმინდესმა თავად გადაწყვიტა, დროზე ადრე დაბრუნდეს საქართველოში და მას სამშობლოში კვირის ბოლოს ელოდებიან.