საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში მიდის

30 იანვარი

საქართველოს საპატრიარქოს ხუთკაციანი დელეგაცია მოსკოვში დღეს მიემგზავრება. ქართული დელეგაცია რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მიტროპოლიტები თეოდორე და გერასიმე, არქიმანდრიტი დავითი, დეკანოზი გიორგი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.

მიტროპოლიტ კირილეს რუსეთის მე-16 პატრიარქად პირველ თებერვალს აკურთხებენ. ინტრონიზაცია მაცხოვრის სახელობის ტაძარში გაიმართება.

მოსკოვის კრემლის მუზეუმები რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციისთვის ეკლესიას მე-14 საუკუნის ხის კვერთხს გადასცემს. ის ერთ დროს მიტროპოლიტ პეტრეს ეკუთვნოდა. ხის კვერთხი – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე ინტრონიზაციისთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს და სასულიერო ძალაუფლების სიმბოლოა.