საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

19 იანვარი
413-2

დღეს ნათლისღებაა.

ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე საზეიმო წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. დღესვე ხუთ საათზე ჩატარდება მეხუთე მასობრივი ნათლობა. ამჯერად 620 ბავშვი მოინათლება. ამ ნათლობის შემდეგ პატრიარქი უკვე ორი ათასზე მეტი ოჯახის ნათლია იქნება.

ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლით აღნიშნეს ბათუმში. ეს უკვე ტრადიციად იქცა. რამდენიმე წელია მრევლი ნათლისღების წინა საღამოს ჯერ ეკლესიაში იკრიბება, საღამოს მსახურების შემდეგ კი ზუსტად ღამის 12 საათზე მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევის შემდგომ ზღვაში ბანაობს. წელსაც ისევე, როგორც შარშან, წყალში შთაფლვაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.