საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თბილისში საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 31 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

24 დეკემბერი
403-2

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 31 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია – “რწმენა და ცოდნა – მსოფლიო კულტურის საფუძველი” გაიხსნა.

კონფერენცია მისმა უწმინდესობამ გახსნა. მანამდე კი, პრესისთვის გააკეთა განცხადება და ბრძანა, რომ მიესალმება ყველას ჩამოსვლას საქართველოში, თუმცა განსაკუთრებით მიესალმება რუსული დელეგაციის ვიზიტს.

“იმედი მაქვს, რომ რუსული დელეგაციის ვიზიტი სასიკეთო ცვლილებას შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში”, – აღნიშნა პატრიარქმა.
რუსულ დელეგაციას პრეზიდენტ მედვედევის მრჩეველი, კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ შვიდკოი ხელმძღვანელობს.

კონფერენციას ესწრებიან მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნების, საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები.
კონფერენცია 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.