საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე უკანასკნელ გზაზე გააცილეს

9 დეკემბერი
397-2

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე მოსკოვში, ბოგოიავლენსკის საკათედრო ტაძრის წმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკვდერში დაკრძალეს.

ალექსი მეორის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები, პრეზიდენტი მედვედევი, პრემიერი პუტინი და მოსკოვის მერი – იური ლუჟკოვი დაესწრნენ.

ცერემონიაზე დასასწრებად რუსეთის დედაქალაქში დე ფაქტო ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითიც ჩავიდნენ. ცერემონიას რუსული არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

დაკრძალვამდე ბოლო ლიტურღიაში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა. ალექსი მეორეს 80 ათასზე მეტი ადამიანი გამოემშვიდობა.