საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გარდაიცვალა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II

5 დეკემბერი
388-2

დღეს დილით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II გარდაიცვალა.

79 წლის პატრიარქი პერედელკინოს რეზიდენციაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
”აღსანიშნავია, რომ გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა პატრიარქის გარემოცვისთვისაც კი”, – წერს ”ინტერფაქსი”.

ალექსი II 23 თებერვალს 1929 წელს ტალინში დაიბადა. იგი რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 1990 წლის 10 ივნისიდან ედგა სათავეში.