საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში ხვალ დაბრუნდება

11 ნოემბერი
374-2

საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ დღეს უწმინდესმა გერმანელ ექიმებთან ბოლო კონსულტაცია გაიარა და თავს კარგად გრძნობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გერმანიიდან თბილისში ხვალ, 16:00 საათზე, ჩამოვა. უწმინდესი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება და იქ სამადლობელ ლოცვას აღავლენს.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მადლობა გადაუხადა ყველას ლოცვისთვის.

სრულიად საქართველოს კთოლიკოს პატრიარქს ბერლინის ერთ-ერთ წამყვან კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია, კერძოდ კორონარული არტერიების სტენტირება ჩაუტარდა.