საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი
366-2

დღეს სვეტიცხოვლობაა.
საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II ჩაატარა. გადმოცემის მიხედვით, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში მირიანის და ნანას მეფობისას კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყდა.

სვეტიცხოვლობასთან ერთად აღინიშნება მეფე მირიანის, დედოფალ ნანასა და სიდონიას ხსენების დღე. დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქს უფლის კვართის ორდენი გადასცა.