საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი ერს ლოცვისკენ მოუწოდებს

10 აგვისტო
325-2

ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ქადაგების დროს, მან განაცხადა, რომ ეს რუსეთის გამოუსწორებელი შეცდომაა. ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს ერთმორწმუნე ერი ბომბავს.

””მართალია ჩვენ დღეს განსაცდელში ვიმყოფებით, მაგრამ ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ჩვენსკენაა, ღმერთი მფარველია და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი კალთა და სამწუხარო ის არის, რომ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს. ეს არის პირველი შემთხვევა აი ასეთი დამოკიდებულების და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა და ღვთისმადლი გადაარჩენს საქართველოს. ეს არის რუსეთის დიდი შეცდომა. ძველად ამბობდნენ წყალი მიდგება მოდგება თავის საგუბარში ჩადგებაო. ასე რომ ღმერთი არ დაუშვებს, რომ მტერმა დაანაწევროს საქართველო,”” ბრძანა პატრიარქმა.