საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა

4 აგვისტო
321-2

საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მისალოცი გზავნილი გადასცა.

”თქვენო უწმინდესობავ, მიიღეთ ჩემი ყველაზე გულწრფელი და გულითადი მილოცვები ანგელოზის დღესთან დაკავშირებით. თქვენი მრავალწლიანი თავდადება უძველესი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის პოსტზე ფართო და დამსახურებულ გამოვლინებას ჰპოვებს არა მარტო საქართველოში, სადაც თქვენი ავტორიტეტი უდავოა, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, – ნათქვამია წერილში.

”ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სამოქალაქო მშვიდობის გამტკიცებასა და რეგიონში ერთაშორის და რელიგიათა შორის ურთიერთობების თანხმობასა და ჰარმონიზაციაში”, – აღნიშნავს ლავროვი.

”მრავალი საუკუნის მნაძილზე საერთო მართლმადიდებლური ტრადიცია წარმოადგენდა მძლავრ ფაქტორს, რომელიც აერთიანებდა რუს და ქართველ ხალხებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ რუსეთისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ თქვენი უცვლელი კეთილი დამოკიდებულებისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის საერთო სულიერი სათავეები, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები ყველა იმ სირთულის გადალახვის საშუალებას მოგვცემს, რომელიც ამჟმად აღინიშნება”, – ნათქვამია მიმართვაში.

”თქვენთვის ამ წმინდა დღეს ნება მიბოძეთ გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალების სამძლავრე და სულის სიმხნევე, რომელიც ასე გესაჭიროებათ თვენს მაღალ მსახურებაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის”, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.