საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქობულეთში საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო ახალგაზრდული საზაფხულო ცენტრი (ბანაკი) “სამშობლო”ამოქმედდა

23 ივლისი
313-2

სასულიერო პირების და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები ორი კვირის განმავლობაში საზაფხულო ცენტრ “სამშობლოში”დაისვენებენ.

საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო ახალგაზრდული საზაფხულო ცენტრი “სამშობლო” დღეს ქობულეთში გაიხსნა.

პროექტი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ინიციატივით გაიხსნა.

მომავალი ნაკადი კი ფერეიდნელი და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებით შეივსება.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერა ადგილობრივ ბიზნესმენს ანზორ ქოქოლაძეს ეკუთვნის.

ბანაკი 15 დღიანია.

საზეიმო გახსნას სამღვდელოება, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები და ინტელიგენცია დაესწრო.