საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა პეკინის თამაშების წინ ოლიმპიელების გუნდი დალოცა

18 ივლისი
311-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა ქვეყნის სპორტსმენები, რომლებიც პეკინის XXIX ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან.

ილია მეორემ ქართველი ოლიმპიელების გუნდს დიდი სპორტული წარმატებები უსურვა, იმედი გამოთქვა, რომ ისინი შინ ჯილდოების დიდი რაოდენობით დაბრუნდებიან.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პეკინში პატრიარქის მიერ ნაკურთხ დროშას და ღვთისმშობლის ხატს წაიღებს. ეს სიმბოლოები ეკლესიის წინამძღვარმა ქართველ სპორტსმენებს ათენის 2004 წლის ოლიმპიადის წინ გადასცა.

საზეიმო ცერემოანიას, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ქართული ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში 32 სპორტსმენია, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებებში შესაბამისი ლიცენზიები მოიპოვეს.

ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლებს მოიპოვებენ, სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 100 ათას აშშ დოლარს მიიღებენ.

როგორც ”ახალი ამბები – საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს, ”ჯილდოს გარეშე არც ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები დარჩებიან. ისინი, შესაბამისად, 70 და 50 ათას აშშ დოლარს მიიღებენ”.

პრემიებს ასევე ოლიმპიადის ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელები მიიღებენ.

29-ე საზაფხულო ოლიმპიადა პეკინში 8-24 აგვისტოს გაიმართება