ეპარქიები
საღმრთოჲ ჟამისწირვაჲ წმიდისა ბასილი დიდისაჲ.
ცისკარზე – შედგენილი სამოციქულო: 1 კორ. V, 6-8. და გალ. III, 13-14. [დას. რლგ(133) და დას. სვ(206)].
მთ. XXVII, 62-66. [დას. რიდ(114)].
ჟამისწირვაზე: რომ. VI, 3-11. [დას. ჟა(91)].
მთ. XXVIII, 1-20. [დას. რიე(115)].
შედგენილი სამოციქულო: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 6-8. [დას. რლგ(133) და: გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, III, 13-14. დას. სვ(206)]:
1 კორ. V: 6(ბ) † (ძმანო, †)* არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის? [ან: † (ძმანო, †)* მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის. (რუსულიდან)] 7 განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო. რამეთუ (ზატიკად)* [პასექად***]** ჩუენდა ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე, 8 რაჲთა ვზატიკობდეთ**** არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოჲთა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა. [გალ. III:] 13 ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა“, 14 რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა.
† † † † † † †
* 2012 წლის სამოციქულოშია: † (ძმანო, †) მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?
† † † † † † †
* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].
*** «პასექად» – შდრ. ბერძნ. τὸ πάσχα. სწორედ ბერძნული «პასხას» კვალობაზე ცვლის ეფრემი ABCLectექვთ.-ის რედაქციათა «ზატიკს» ტერმინ «პასექით» (შდრ. კომენტარი, „უსაკუთრეს არს «პასექად ჩუენდა ჩუენთჳს დაკლვაჲ ქრისტესი», რამეთუ შჯული განაწესებდა, რაჲთა შემდგომად მსხუერპლისა მის, პირმშოთა წილ შეწირულისა, შჳდ დღე უცომოჲსა ჭამითა აღსრულებდენ ძენი ისრაჱლისანი ფასეკსა, რომელი-იგი «აღვსებად» გამოითარგმანების, ესე იგი არს, მოსპოლვად ცომოვანისა“. ეფრ. II, 208; «პასხას», «ზატიკის» და «აღვსების» ტერმინოლოგიური და ლიტურგიკული რაობის შესახებ დაწვრილებით იხ. ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, ე. ჭელიძის გამოც. I, თბ. 2005, გვ. 215-272).
**** «ვზატიკობდეთ» – «ვდღესასწაულობდეთ» (ბერძნ. ἑορτάζωμεν, შდრ. ეფრემი: „«ზატიკობისა» წილ «დღესასწაულობაჲ» უსაკუთრეს არს, რამეთუ დღესასწაულობაჲ ჯერ-არს სიდიდესა ზედა ნიჭთასა“. ეფრ. II, 208).
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVII, 62-66. [დას. რიდ(114)]:
მთ. XXVII: 62(ბ) † (†) ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა 63 და ჰრქუეს: „უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. 64 აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: „აღდგა მკუდრეთით“. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა“. 65 ჰრქუა მათ პილატე: „გაქუს თქუენ დასი, წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით“. 66 ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.
† † † † † † †
ჰრომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, VI, 3-11. [დას. ჟა(91)]:
რომ. VI: 3 † (ძმანო, †)* ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? [ან: † (ძმანო, †)* რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ. (რუსულიდან)] 4 და თანადავეფლენით მას ნათლისღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით, 5 რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. 6 ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა, 7 რამეთუ რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. 8 უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხოვნდეთ. 9 ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს, 10 რამეთუ რომელი-იგი მოკუდა, ცოდვისა მიმართ მოკუდა ერთგზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. 11 ეგრეთცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.
† † † † † † †
2012 წლის სამოციქულოშია: † (ძმანო, †) რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXVIII, 1-20. [დას. რიე(115)]:
მთ. XXVIII: 1(ბ) † (†) მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. 2 და აჰა, ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. 3 ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი – სპეტაკ, ვითარცა თოვლი. 4 ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. 5 მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: „ნუ გეშინინ თქუენ! ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარცუმულსა ეძიებთ. 6 არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. 7 და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: «აღდგა მკუდრეთით და აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი». აჰა-ესერა, გარქუ თქუენ“. 8 ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. 9 და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: „გიხაროდენ!“ ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას. 10 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: „ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“. 11 და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა-ესერა, დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. 12 ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ 13 და ჰრქუეს: „ესრეთ თქუთ, ვითარმედ: «მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა». 14 უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ“. 15 ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრეთ, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. 16 ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ, 17 იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18 მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19 წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20 და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ, და აჰა-ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ“.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †