საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განმარტება

8 მაისი
286-2

ა.წ. 7 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან რუსული მასმედიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რუსეთის ზოგიერთმა საინფორმაციო სამსახურმა კითხვაზე: “არის თუ არა საქართველოს ეკლესია ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის მომხრე?”, კათოლიკოს-პატრიარქის პასუხის არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელა.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ.

ნატო ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, მაგრამ რადგან საქართველოს ერთიანობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე.

საქართველოს ეკლესია მიესალმება რუსეთთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობას, მაგრამ, რამდენადაც რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულების გამძაფრება ხდება (იგულისხმება სავიზო რეჟიმი, ეკონომიური ბლოკადა, აფხაზეთში რუსული პასპორტების გაცემა…), იმდენად საქართველო უახლოვდება დასავლეთს.

7 მაისი, 2008 წელი