საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან საკვირაო სკოლა გაიხსნა

12 ნოემბერი
28-2

28 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სამების საკვირაო სკოლა, სადაც წარიმართება საუბრები საღვთისმეტყველო, ასევე ქრისტიანული კულტურისა და ხელოვნების თემატიკის ირგვლივ. გაიმართება დოკუმენტური და მხატვრული კინო-ფილმების ჩვენება. საკვირაო სკოლის დირექტორი გახლავთ არქიმანდრიტი ილია (ნასიძე). მოადგილე ბერ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი). საკვირაო სკოლის მუშაობა დაიწყება კვირა დღეს, წირვის დასრულების შემდეგ.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საკვირაო სკოლის გახსნისას ბრძანა:
„დღეს განსაკუთრებული დღეა და ღვთის მადლით და ლოცვა-კურთხევით დაარსდა საკვირაო სკოლა წმინდა სამების საკათედრო ტაძართან. სკოლის ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სასულიკრო პირები, ჩვენი მეცნიერები; აქ იქნება საუბრები საღმრთო წერილზე, ძველი და ახალი აღთქმის განმარტებები, იქნება ნაჩვენები სამეცნიერო ფილმები, განიხილება აღზრდის საკითხები, ოჯახის პრობლემები და ვფიქრობ, რომ მეტად საინტერესო და საჭირო სკოლა იქნება. თქვენ გექნებათ საშუალება, დაუსვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები ამა თუ იმ საკითხზე“.