საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

31 მარტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

დიალოგის განახლების აუცილებლობაზე ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება ოპოზიციის მიერ შიმშილობის აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ორივე მხარეს ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისკენ კვლავ მოუწოდა.

“კატეგორიული აზროვნება, ასევე როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არის მართალი, სახიფათოა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუსმინონ ერთმანეთს”, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.

დღესვე კათალიკოს–პატრიარქმა არქეოლოგთა ექსპედიცია დალოცა.

სპეციალისტთა 17–კაციანი ჯგუფი ხვალ კუნძულ კვიპროსზე, ღალიის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად მიემგზავრება.

პატრიარქმა ექსპედიციის წევრებს ღალიის მონასტერში დასასვენებლად წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგისა და წმინდა სპირიდონის ხატები გადასცა.

ღალიის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები კულტურის სამინისტროს დაფინანსებით უკვე სამი წელია მიმდინარეობს.