საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

25 მარტი საქართველოს ავტოკეფალის აღდგენის დღეა

25 მარტი
242-2

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.