საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განცხადება

30 ოქტომბერი
20-2

საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილს გამოთქვამს ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში, კახის რაიონში ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან დაკავშირებული სამწუხარო ფაქტების გამო (ჩაიკეტა ეკლესიის კარი და მოძღვარს აეკრძალა წირვა-ლოცვის ჩატარება), რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
ამასთან, შევნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის ფრიად ფასეულია ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის არის ჩამოყალიბებული და დღესაც წარმატებით გრძელდება.
სახელმწიფოთა მეთაურების და სულიერი ლიდერების მეტად კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობა იძლევა იმედს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა პრობლემა, მათ შორის ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიის საკითხიც ახლო მომავალში დადებითად გადაიჭრება, მითუმეტეს, რომ არსებობს კათოლიკოს-პატრიარქისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის სიტყვიერი შეთანხმება (2005 წ.) აღნიშნული ტაძრის ამოქმედების შესახებ.
ამჟამად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები.