საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქართველი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები წარდგენილი იქნება მირქმის სახელობის მართლმადიდებლურ III საერთაშორისო კინოფესტივალზე “შეხვედრა”

15 თებერვალი
196-2

ქართველი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები წარდგენილი იქნება მირქმის სახელობის მართლმადიდებლურ III საერთაშორისო კინოფესტივალზე “შეხვედრა”, რომელიც რუსეთის ქალაქ ობნინსკში 17-23 თებერვალს გაიმართება.
კინოფესტივალზე წარადგენენ რევაზ ჩხეიძის ნამუშევარს “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, როლანდ ბორაშვილის “ქრისტეს გზას”, ირაკლი კვირიკაძის ნამუშევრებს “წმინდა გიორგი” და “ლოცვა თამარ მეფეზე”, რომელიც მოამზადა “კინოსტუდია ПС” თამარ მაკაროვას შეკვეთით.
ფესტივალი ჩატარდება ქალაქ ობნინსკში მიტროპოლიტ კლემენტის ლოცვა-კურთხევით, კალუგის ოლქის გუბერნატორის ანატოლი არტამონოვის მხარდაჭერით.
კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 120 ნამუშევარი საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრალიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. საუკეთესო ნამუშევრები გრან-პრით და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდება.
კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნომინაციები: “საუკეთესო სათამაშო ფილმი”, “საუკეთესო დოკუმენტური ფილმი”, “საუკეთესო ანიმაციური ფილმი”, “საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი”, “საუკეთესო სატელევიზიო ფილმი”, “ჩვენი დროის გმირის აღმოჩენა”, “საუკეთესო დებიუტი”, “საუკეთესო სარეკლამო ფილმი ცხოვრების ჯანმრთელ წესზე”.