საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბაგრატის ტაძრის კვლევა განახლდება

22 იანვარი
165-2

ბაგრატის ტაძრის კვლევა განახლდება
2008-01-24
ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება.
სპეციალისტების მიერ მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, მომზადდება დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედება ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას.
როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტები განხილული, შეჯერებული და დამტკიცებული იქნება იუნესკოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და რეკომენდაციით.
2005-2006 წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ათწლეულების განმავლობაში პირველად დაიწყო ინტენსიური არქეოლოგიური კვლევა-ძიება ტაძრის ტერიტორიაზე. სწორედ ამ პერიოდში მთლიანად იქნა შესწავლილი ტაძრის ჩრდილოეთ ნავი, სამკვეთლო და სადიაკვნე, აფსიდის მიმდებარე ცენტრალური ტერიტორია. სამუშაოები 2006 წელსაც გაგრძელდა.
2006 წელს გაიხსნა 1003 წლის საკურთხევლისწინა მორთული იატაკი – მოკირული, წითელი, თეთრი და მონაცრისფრო ტონებში შესრულებული სამი ვარდული, ფერადოვანი სეგმენტებით, რომლის არსებობას ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავდა (XVIII ს.).
ბაგრატის ტაძრის რეკონტრუქციის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინაუგურაციის დღეს, 21 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, ტაძარი საქართველოს მთლიანობის სიმბოლოდ უნდა იქცეს.