საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი სერგეი ლავროვს შეხვდა

21 იანვარი
153-2

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ფიქრობს, რომ რუსეთმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებაში.
ამის შესახებ მან 20 იანვარს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი საქართველოს დედაქალაქს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად ეწვია.
“ვფიქრობ, რუსეთმა ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის პლატფორმა შექმნას”, – განაცხადა ილია მეორემ.
“სეპარატიზმი – გადამდები დაავადებაა. ამიტომ საჭიროა ამ პრობლემის სწრაფად გადაჭრა. ვისურვებდი, ეს პრობლემა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის მონაწილეობით მოგვარებულიყო. ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ და მიგვაჩნია, რომ ის ბევრს აკეთებს კეთილი, უკეთესი ურთიერთობისთვის”, – აღნიშნა ილია მეორემ.