საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ისრაელის მთავრობამ თეოფილე III იერუსალიმის პატრიარქად აღიარა

2 იანვარი

დასრულდა სამწლიანი დავა იერუსალიმის საპატრიარქოსა და ისრაელის მთავრობის კაბინეტს შორის. სამი წლის წინ იერუსალიმის პატრიარქი ირინეოს I გადაყენებული იქნა პატრიარქობიდან, იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მიწების გაყიდვის გამო და არჩეული იქნა ახალი პატრიარქი თეოფილე III.
ახალ არჩეულ პატრიარქს, როგორც წესი ამტკიცებს ისრაელის, იორდანიისა და პალესტინის მთავრობები. ისრაელის მთავრობამ უარი თქვა ახალი პატრიარქის ცნობაზე. სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა დავა საპატრიარქოსა და ისრაელის მთავრობას შორის. Aკონფლიქტის მოგვარების მიზნით სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა.
ბოლოს და ბოლოს ისრაელის მთავრობამ ცნო პატრიაქ თეოფილეს ლეგიტიმურობა.
რამდენიმე დღის წინ ,,უმაღლესმა სამართლიანობის სასამართლომ” (ბაგაცი) გამოსცა განჩინება, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის თეოფილი III პატრიარქობის აკრძალვის წინააღმდეგ და თეოფილე III ცნო კანონიერ პატრიარქად სასამართლო პროცესის დასრულებამდე.
ბაგაცსში სარჩელი ყოფილმა პატრიარქმა ირინეოსმაც შეიტანა და ირწმუნება, რომ მართლმადიდებელი კანონების მიხედვით ის არ უნდა გადაეყენებინათ.