ეპარქიები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
ცისკარზე: მთ. XXII, 15-XXIII, 39. [დას. ჟ(90)].
VI ჟამზე: ეზეკ. I, 21-28; II, 1.
მწუხრზე: გამ. II, 5-10. იობ. I, 13-22.
მთ. XXIV, 36-XXVI, 2. [დას. რბ(102)].
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ: 22:15-46; 23:1-39 (დას. 90ბ). მთ. XXII, 15-XXIII, 39. [დას. ჟ(90)].
22: 15 მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, † (მას ჟამსა შინა, ზრახვა-ყვეს ყოველთა ფარისეველთა იესუჲსთჳს †) რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას.
16 და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: „მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ, და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.
17 აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?“
18 გულისხმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: „რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?
19 მიჩუენეთ მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ“. ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.
20 ჰრქუა მათ იესუ: „ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?“
21 ჰრქუეს მას: „კეისრისაჲ“. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“.
22 და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
23 მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არა არს აღდგომაჲ“. ჰკითხეს მას
24 და ეტყოდეს: „მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: «უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა».
25 იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.
26 ეგრეთვე მეორემან და მესამემან, ვიდრე მეშჳდედმდე.
27 ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.
28 აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?“
29 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: „სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,
30 რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.
31 ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:
32 «მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი?» არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“.
33 და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.
34 ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.
35 და ჰკითხა ერთმან მათგანმან შჯულისმოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:
36 „მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?“
37 ხოლო იესუ ჰრქუა მას: „«შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა».
38 ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
39 და მეორე, მსგავსი ამისი: «შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი».
40 ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“.
41 შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
42 და ჰრქუა: „ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „დავითისი“.
43 ჰრქუა მათ იესუ: „ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:
44 «ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა»?
45 უკუეთუ დავით სულითა უფლად ჰხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“
46 და ვერვის ეძლო სიტყჳსმიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.
23: 1 მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა
2 და ჰრქუა: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3 ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.
4 რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.
5 და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი,
6 უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელთა შორის
7 და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ჰხადოდიან კაცნი: «რაბი! რაბი!»
8 ხოლო თქუენ ნუ იწოდებით «რაბი», რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
9 და მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა.
10 ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე.
11 ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.
12 ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
13 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა. თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად.
14 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შეშჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით; ამისთჳს მიიღოთ უმეტესი საშჯელი.
15 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა.
16 ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: «რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს».
17 ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?
18 და სთქუთ: «რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს, ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს».
19 ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას?
20 რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.
21 და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.
22 და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
23 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი – არა დატევებად.
24 წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ!
25 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.
26 ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა.
27 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა.
28 ეგრეთცა თქუენ გარეშე შჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა.
29 ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა
30 და იტყჳთ: «უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა».
31 ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი.
32 და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.
33 გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა?
34 ამისთჳს, აჰა-ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად,
35 რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქიასი, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
36 ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
37 იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა. რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა-სახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ.
38 აჰა-ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.
39 რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: «კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა»“.
ეზეკ. I, 21-28; II, 1.
21. და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა.
22. მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო.
23. და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა; და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა.
24. და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი.
25. და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა; დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი;
26. და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი. მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა სახესა კაცისასა მის ზედა ზენა.
27. და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა, მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე; ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა,
28. ვითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა, ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ;
2
1. ესე ხილვაჲ მსგავსებისა დიდებისა უფლისაჲ; და ვიხილე და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და მესმა ჴმაჲ მეტყუელისაჲ ჩემდამო. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო! დადეგ ფერჴთა ზედა შენთა და ვიტყოდი შენდამი.
გამ. II, 5-10.
5. შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.
6. აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე.
7. ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?
8. ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.
9. და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.
10. და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.
იობ. I, 13-22.
13. და იყო დღე ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.
14. და აჰა ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა მას: უღლეული იგი ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.
15. და მოვიდეს მტყუენველნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
16. ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი, მწყემსნი იგი შეჭამნა, ეგრევე მე განვერი მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
17. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარემოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
18. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა თანა უხუცესისა.
19. და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.
20. და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.
21. და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.
22. ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ: მთ. XXIV, 36-XXVI, 2. [დას. რბ(102)]. მთ. 24:36-51; 25:1-46; 26:1-2 (დას. 102).
24: 36 „... ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: დღისათჳს და ჟამისა მოსლვისაჲ ძისა კაცისაჲ †) არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.
37 ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ;
38 რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლითრღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად,
39 და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი, ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ.
40 მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს და ერთი დაეტეოს.
41 ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტეოს.
42 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.
43 ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.
44 ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.
45 ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა?
46 ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი.
47 ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
48 ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: «ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად»,
49 და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
50 მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის,
51 და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
25: 1 მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა.
2 ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი, და ხუთნი – სულელნი.
3 მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.
4 ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა, ლამპართა მათთა თანა.
5 და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.
6 ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: «აჰა-ესერა, სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა!»
7 მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი.
8 ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: «მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან».
9 მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: «ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა».
10 და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას; და დაეჴშა კარი.
11 შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: «უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ».
12 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: «ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ».
13 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს,
14 ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი.
15 და რომელსამე მისცა ხუთი ტალანტი და რომელსამე ორი ტალანტი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა.
16 ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ტალანტი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი.
17 ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.
18 ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ.
19 შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა.
20 და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ტალანტი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ტალანტი და ჰრქუა: «უფალო, ხუთი ტალანტი მომეც მე, აჰა-ესერა, სხუაჲღა ხუთი ტალანტი შევსძინე».
21 ჰრქუა მას უფალმან მისმან: «კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა».
22 მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ტალანტი მიეღო, და ჰრქუა: «უფალო, ორი ტალანტი მომეც მე; აჰა, სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე».
23 ჰრქუა მას უფალმან მისმან: «კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა».
24 მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ტალანტი მიეღო, და ჰრქუა: «უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ,
25 და შემეშინა, წარვედ და დავმალე ტალანტი იგი შენი ქუეყანასა. აჰა-ესერა, შენი შენ თანა არს».
26 მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: «ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ,
27 ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.
28 მოუღეთ მაგას ტალანტი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ტალანტი,
29 რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს – და რომელღა-იგი აქუნდეს – მო-ვე-ეღოს მისგან,
30 და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ».
31 ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა;
32 და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან
33 და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით.
34 მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: «მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ,
35 რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;
36 შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა».
37 მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: «უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
38 ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?
39 ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?»
40 და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: «ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ».
41 მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: «წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,
42 რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;
43 უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა».
44 მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: «უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი ანუ უცხოებასა ანუ შიშულოებასა ანუ უძლურებასა ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?»
45 მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: «ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ».
46 და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა».
26: 1 და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
2 „უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარცუმად?“