ეპარქიები
ცისკარზე: მთ. XXI, 1-11, 15-17. [დას. პგ(83)]. ბზის კურთხევა. ჟამისწირვაზე – ფილიპ. IV, 4-9. [დას. სმზ(247)]. ინ. XII, 1-18. [დას. მა(41)].
† † † † † † †
სახარებაჲ მათჱს თავისაჲ, XXI, 1-11, 15-17. [დას. პგ(83)]:
მთ. XXI: 1(ბ) † (მას ჟამსა შინა რაჟამს მიეახლა იესუ †) იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი 2 და ჰრქუა მათ: „წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოვოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი. 3 და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: «უფალსა უჴმან ეგე», და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“. 4 ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: 5 „არქუთ ასულსა სიონისასა: «აჰა-ესერა, მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი, და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა»“. 6 ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ. 7 და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა, და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. 8 ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. 9 და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: „ოსანნა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხონენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ 10 და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: „ვინ არს ესე?“ 11 ხოლო ერი იგი ეტყოდა: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“. <...> 15 და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: „ოსანნა ძესა დავითისსა“, 16 განრისხნეს და ჰრქუეს მას: „გესმისა, რასა-ესე იტყჳან?“ ხოლო იესუ ჰრქუა მათ: „ჰე. არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: «პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ»?“ 17 დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
† † † † † † †
ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 4-9. [დას. სმზ(247)]:
† (ძმანო, †) გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ! სიმშჳდე ეგე თქუენი ეუწყენ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ, და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ. ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით, რომელიცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
† † † † † † †
† † † † † † †
სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XII, 1-18. [დას. მა(41)]:
ინ. XII: 1(ბ) † (უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა იესუ †) ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით. 2 და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა. 3 ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალსასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა. 4 თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი: 5 „რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?“ 6 ხოლო ესე თქუა, არათუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა, და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ. 7 და თქუა იესუ: „უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე, 8 რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. 9 აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით. 10 ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთმოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან; 11 რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა. 12 ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, 13 მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: „ოსანნა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!“ 14 და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: 15 «ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა-ესერა, მეუფე შენი მოვალს შენდა, და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა». 16 ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას. 17 და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მის თანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით. 18 ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოს ტექსტი და სქოლიოები აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †