ეპარქიები
ჟამისწირვაზე – რიგისა: საქმ. I, 12-17, 21-26. [დას. ბ(2)] ინ. 1:18-28 (დას. 2). ინ. I, 18-28. [დას. ბ(2)].
დიდმოწამისა: საქმ. XII, 1-11. [დას. კთ(29)] ინ. XV, 17-XVI, 2. [დას. ნბ(52)].
ბრწყინვალე შვიდეულის (ახალი კვირიაკის) ორშაბათს: საქმჱ მოციქულთაჲ I, 12-17, 21-26. [დას. ბ(2)]
12 მაშინ მოიქცეს † (მათ დღეთა შინა, მოიქცეს მოციქულნი †) იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ. 13 და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. 14 ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ (ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად)* [ერთბამად ლოცვასა]** დედებითურთ და მარიამ, დედით იესუჲსით, და ძმებითურთ მისით. 15 და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის (მოწაფეთა)* [ძმათა]** და თქუა (იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): 16 “კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა, 17 რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ (თანა)* [შორის]**, და ხუედრებულ [იყო]** წილი მსახურებისაჲ ამის”... 21 ჯერ-არს უკუე (ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ)* [შეკრებულთა ამათ ჩუენ თანა]** კაცთაA ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, 22 იწყო ნათლისცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე აღმაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი”. 23 და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა (და მერმე ეწოდა იუსტოს), და მატათია. 24 და ილოცეს და თქუეს: „შენ, უფალო, ყოველთა გულთა-მეცნიერო, გამოაჩინე (ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე)* [რომელი გამოირჩიე ამათ ორთაგანი ერთი]**, 25 მიღებად წილი მსახურებისა ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა”. 26 და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას [ზედა]**, და თანააღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ იოვანესი, ინ. 1:18-28 (დას. 2). ინ. I, 18-28. [დას. ბ(2)].
18 † ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდშობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა. 19 და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ 20 და აღიარა და არა უვარ-ყო. აღიარა, ვითარმედ: „მე არა ვარ ქრისტე“. 21 და მათ ჰკითხეს მას: „და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა?“ და მან თქუა: „არა ვარ“. „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა შენ?“ და მიუგო: „არა“. 22 და ჰრქუეს: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა. რასა იტყჳ შენთჳს?“ 23 და თქუა: „მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: «განჰმზადენით გზანი უფლისანი», ვითარცა თქუა ესაია წინაჲსწარმეტყუელმან“. 24 და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი. 25 ჰკითხეს მას და ჰრქუეს: „და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ 26 მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: „მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით, 27 რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი“. 28 ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.
<მას ჟამსა შინა ჴელი მიყო> ჰეროდე მეფემან ძჳრისყოფად
რომელთამე ეკლესიისაგანთა. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი,
მახჳლითა. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო-უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულსმოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. და აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ზედამოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ, ადრე“. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: „მოირტყ, და შეისხენ სანდალნი შენნი“, და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: „შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე“. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: „აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა“.
ინ. XV, 17 † (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: †) „ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა (იყუარებოდით)* [იყუარობდეთ]** ურთიერთას. 18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: «არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა». უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: «მომიძულეს მე ცუდად». 26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. XVI, 1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“
† † † † † † †
* სახარების ამჟამად არსებული რედაქციიდან.
** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
† † † † † † †
შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.
შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტი და სქოლიო აღებულია წიგნიდან: „ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
† † † † † † †