საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ჩატარდა

14 ივნისი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5-18

.წ. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა მორიგი შეხვედრა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსში  ბოლო დროს წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნულ საკითხზე  დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრები მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლაშა დარსალია, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), ასევე ხელოვნებათმცოდნეები,  ისტორიკოსები და კარტოგრაფები.