მარტვილიიდან XVIII შვიდეულის ორშაბათისა (I-ქართულიდან) და სამშაბათისა [2021 წელს: 6(19) ოქტომბერი], და მოციქულისა თომასი სახარებისა და სამოციქულოს საკითხავნი.

მარტვილიიდან XVIII შვიდეულის ორშაბათისა (I-ქართულიდან) და სამშაბათისა [2021 წელს: 6(19) ოქტომბერი], და მოციქულისა თომასი სახარებისა და სამოციქულოს საკითხავნი:

რიგისა [მარტვილიიდან XVIII შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა)] (I-ქართულიდან): ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 25-32. [დას. სკზ(227)]:

ეფეს. IV: 25(ბ) † (ძმანო, †) განიშორეთ ტყუვილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ. („გული გიწყრებოდენ,)* [„განრისხნებოდეთ]** და ნუ სცოდავთ“; მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა; ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა. მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს. ყოველი სიტყუაჲ დამპალი*** პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა. ყოველი სიმწარე და [გულისწყრომაჲ და]** რისხვაჲ (და გულისწყრომაჲ)* და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით. იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ABCLect: «უშუერი» (σαπρός).

† † † † † † †

რიგისა [მარტვილიიდან XX შვიდეულის დასაწყისისა (ორშაბათისა)] (I-ქართულიდან): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 24-30. [დას. კე(25)]:

ლკ. VI: 24(ბ) † (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: †) „ვაჲ თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინისცემაჲ თქუენი. 25 ვაჲ თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით. 26 ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუწინაჲსწარმეტყუელთა მამანი მათნი. 27 არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. 28 და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ. 29 რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. 30 ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი“.

† † † † † † †                 

რიგისა (XVIII შვიდეულის სამშაბათისა): ეფესელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, V, 20-26. [დას. სლ(230)]:

ეფეს. V: 20 † (ძმანო, ვითარცა †) ჰმადლობდით მარადის ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა. 21 დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა. 22 ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, 23 რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ; 24 არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი – თჳსთა ქმართა (ყოვლითა)* [ყოვლითავე]**. 25 ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, 26 რაჲთა იგი (წმიდა-ყოს, განწმიდა)* [წმიდა-ყოს და განწმიდოს]** საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა...

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

† † † † † † †

რიგისა (XX შვიდეულის სამშაბათისა): სახარებაჲ ლუკაჲს თავისაჲ, VI, 37-45. [დას. კზ(27)]:

ლკ. VI: 37 † (ჰრქუა უფალმან: †) „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დაშჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ; 38 მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ“. 39 ეტყოდა მათ იგავსაცა: „ნუ ჴელ-ეწიფების ბრმასა ბრმისა წინაძღუანვად; არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳვენ. 40 არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, ხოლო განკრძალული იგი ყოველი იყავნ, ვითარცა მოძღუარი თჳსი. 41 რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი? 42 ანუ ვითარ ჴელ-გეწიფების რქუმად ძმასა შენსა: «ძმაო, მიტევე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა», და შენ დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ჰხედავ? ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა, 43 რამეთუ არა არს ხჱ კეთილი, რომელმან გამოიღის ნაყოფი ხენეში, არცა კუალად ხე ხენეში, რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი; 44 რამეთუ თითოეული ხე თჳსისაგან ნაყოფისა საცნაურ არს; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღჳ, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი. 45 კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ ნამეტავისაგან გულისა იტყჳნ პირი მისი“.

† † † † † † †

მოციქულისა თომასი (I-ქართულიდან): სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XXI, 15-25. [დას. ჲზ(67)]:

ინ. XXI: 15(ბ) † (მას ჟამსა შინა გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს: †)სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „აძოვენ კრავნი ჩემნი“. 16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ ჰრქუა მას პეტრე: „ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. 17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: „გიყუარ მე?“ და ჰრქუა მას: „უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ“. ჰრქუა მას იესუ: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. 18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ, ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. 19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: „შემომიდეგ მე“. 20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: «უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: „უფალო, ხოლო ესე რაჲ?“ 22 ჰრქუა მას იესუ: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ“. 23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: «არა მოკუდეს», არამედ: «უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, (ვიდრე მოსლვად ჩემდამდე)* [ვიდრემდე მოვიდე]**, შენდა რაჲ24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. 25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამენ.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

მოციქულისა თომასი: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე წმიდისა მოციქულისა პავლჱსი, IV, 9-16. [დას. რლა(131)]:  

1 კორ. IV: 9(ბ) † (ძმანო, †) ღმერთმან ჩუენ, მოციქულნი, უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10 ჩუენ – სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ – ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ – უძლურ, ხოლო თქუენ – ძლიერ; თქუენ – დიდებულ, ხოლო ჩუენ – გინებულ. 11 ვიდრე (აქა)* [აწინდელად]** ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ***, 12 და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. (მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13 მგმობართა ჩუენთა ულოცავთ)* [გინებულნი ვაკურთხევთ, დევნილნი თავს-ვიდებთ; 13 გმობილნი ვჰლოცავთ]**. ვითარცა ნარჩევნი**** სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა წარსაჴოცელ***** მოაქამდე. 14 არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ, 15 რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არამრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16 გლოცავ თქუენ, მობაძავ ჩემდა იყვენით.

† † † † † † †

* სამოციქულოს ამჟამად არსებული რედაქციიდან [2010].

** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან [2017].

*** ეფრ. «დაუდგრომელ ვართ»  (στατομεν).

**** [სქოლიო 590]: „ნარჩევნი“შდრ. შესაბამისი კომენტარის ექვთიმესეული თარგმანი: „ვითარცა შეურაცხნი და ყოველთა მიერ საძულელნი და გარეგანსაყრელნი ვიქმნენით ყოვლისავე სოფლისა“ (ექვთ. პავლ. 193). შდრ. ეფრემის თარგმანი: „«ნარჩევ» სახელ-იდვა, რომელი-ესე არს ზოგად ყოველთა ნივთთა შინა უდარესად მყოფი იგი და განსაგდებელი კერძოჲ, ვითარ-იგი მხლისაგან – დამჭნარი და იფქლისაგან – მიწაჲ“ (ეფრ. II, 202).

***** [სქოლიო 591]: „წარსაჴოცელ“ – ყველა რედაქციაში არის «ნასხურ», რასაც როგორც არქაიზმს და მკითხველისთვის გაუგებარს, ეფრემი ცვლის ტერმინით: «წარსაჴოცელ». შდრ. „«ნასხურ», გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, «წარსაჴოცელ» უწოდა, რომელ არს საბანი რაჲმე გინა თუ მანდილი, რომლითა წარჰჴოციან ოფლი სნეულისაჲ" (ეფრ. II, 202). შდრ. ი. აბულაძის განმარტება: „ნასხური – სახოცი, მჩვარი; ნაგავი“ (ძვ. ქართ. ენის ლექს.).

† † † † † † †

მოციქულისა თომასი: სახარებაჲ იოვანჱს თავისაჲ, XX, 19-31. [დას. ჲე(65)]:

ინ. XX: 19 და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი, და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: „მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ“. 22 და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. 23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი (რომელსა ერქუა «მარჩბივ»), არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: „ვიხილეთ ჩუენ უფალი“. ხოლო მან ჰრქუა მათ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამშჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“. 26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა, და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ 27 მერმე ჰრქუა თომას: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი, და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“. 28 მიუგო თომა და ჰრქუა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ 29 ჰრქუა მას იესუ: „რამეთუ მიხილე, და (გრწამს)* [გრწმენა]**. ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. 30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.

† † † † † † †

* სახარების ზოგიერთი რედაქციიდან.

** სახარების  ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.

† † † † † † †

შენიშვნა 1: სახარებათა ტექსტები აღებულია წიგნიდან: სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

შენიშვნა 2: სახარებათა ტექსტები გააწყო დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა.

შენიშვნა 3: სამოციქულოთა ტექსტები და სქოლიო აღებულია წიგნიდან:ძველი ქართული «ახალი აღთქუმაჲ» სქოლიოებით“. თბილისი 2017. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.

† † † † † † †