ეპარქიები
ლიტურგია წმიდა იოანე ოქროპირისა:
ებრ. IX, 24-28. [დას. ტკბ(322)]
<ძმანო, არა ჴელითქმნულთა> სიწმიდეთა შევიდა ქრისტე სახედ ჭეშმარიტთა მათ, არამედ – თჳთ მათ ცათა, აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთჳს, არცა რაჲთა მრავალგზის შეწიროს თავი თჳსი, ვითარცა-იგი მღდელთმოძღუარი იგი შევიდის წელიწადსა ერთგზის სიწმიდესა მას სისხლითა სხჳსაჲთა; უკუეთუ ჯერ-ვიდრემე-იყო (მისა)* [მისსა]** მრავალგზის ვნებად სოფლის დაბადებითგან; ხოლო აწ ერთგზის აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხისყოფად ცოდვათა მსხუერპლითა თჳსითა გამოჩნდა. და ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი, ეგრეთცა ქრისტე ერთგზის შეიწირა მრავალთათჳს აღჴოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
სახარებაჲ* მარკოზისი, მკ. 8:27-31 (დას. 35). მკ. VIII, 27-31. [დას. ლე(35)]
27 და † (მას ჟამსა შინა, †) გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია-ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: „რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ?“ 28 ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: „იოვანე ნათლისმცემელი, და სხუათა – ელია, და სხუათა – ერთი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“. 29 ჰრქუა მათ იესუ: „თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე?“ მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტე“. 30 და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს. 31 და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“.
† † †
* სახარების ძველი ქართული ტექსტი აღებულია წიგნიდან: „სახარებაჲ ოთხთავი“. თბილისი 2019. ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ. რედაქტორ-კონსულტანტი: ათანასე ბეჭვაია.
დიდმარხვის V, ღმრთისმშობლის დაუჯდომლის (აკათისტოს) შაბათს] – ღმრთისმშობელისა: ებრ. IX, 1-7. [დას. ტკ(320)]
<ძმანო, აქუნდა> პირველსა მასცა*** სამართალი მსახურებათაჲ, წმიდაჲ**** იგი სოფლიოჲ, რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურთაჲ, რომელსა ერქუა „წმიდა“. ხოლო შემდგომად (მეორე იგი კრეტსაბმელი კარვისაჲ)* [მეორისა კრეტსაბმელისა – კარავი]**, რომელსა ერქუა „წმიდაჲ წმიდათაჲ“. ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი შჯულისაჲ, შემოსილი გარეთ და შინაჲთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ, სავსე მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელი განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი, ხოლო ზედაკერძო მისსა ქერობინი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომელთათჳს არა არს აწ თითოეულად სიტყუად. და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ. ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს.
*** +„შჯულსა“ ABCLect. ბერძნულში არ არის, თუმცა იგულისხმება.
**** «წმიდაჲ» – აქ: «ტაძარი» (შდრ. კომენტარი: „«წმიდად» უწოდს «ტაძარსა» “, ეფრ. III, 70.
* სამოციქულოს ამჟამად არსებული (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
** სამოციქულოს ახალი (ედიშერ ჭელიძის) რედაქციიდან.
ღმრთისმშობელისა: ლკ. X, 38-42; XI, 27-28. [დას. ნდ(54)].
38 და იყო, ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა † (მას ჟამსა შინა, შევიდა იესუ †) დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: „უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე“. 41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: „მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“.
11:27 და იყო, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!“ 28 ხოლო თავადმან თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი!“