სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ნონა გაფრინდაშვილს (03.05.2021)

ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ღვთისაგან გამორჩეულად დაჯილდოებული პიროვნებაა. მსოფლიომ ათწლეულების მანძილზე (გასულ საუკუნეში)   ქართველი ქალი  პირველად მისი  სახით  გაიცნო და იქცა იგი გონიერების,   ძლიერების,   პატიოსნების,   სიმშვიდის...   სიმბოლოდ.

მის ამ თვისებებს ურთულეს პოლიტიკურ   სივრცეში ყოფნამაც ვერაფერი დააკლო  და ქალბატონი ნონა ბოლომდე ლეგენდად დარჩა.

გულითადად  ვულოცავთ მას დაბადების  საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას რათა კვლავაც ღვთისსათნო მრავალი საქმე აღასრულოს.

ღმერთმა დალოცოს ქალბატონი ნონა და მისი ოჯახი.


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია