საპატრიარქოს განცხადება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით
ა.წ. 23 სექტემბერს, შაბათს, 19 სთ-ზე საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება ჩვენი დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმ.დედოფლის წმ.ნაწილი, წირვაზე, 11სთ-ზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.
ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13 სთ-ზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმ.ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.
შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.
ყველა ქეთევანს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ დიდმოწამის წმინდა ნაწილის შემობრძანებას სამშობლოში.



კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია