კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც, ჩვენი აზრით, მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისათვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას. ვიდრე ჩვენთან ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიილია II
31.03.2013



კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია