სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების სტუმრობა საპატრიარქოში
ა.წ. 27 თებერვალს, საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კმაყოფილება აღნიშნა, რომ ქართული ღვინო და წყალი რუსეთის ბაზარზე გავა. მისი აზრით, ეს თავის წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობის დარეგულირებაში. დღესვე სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები კახეთში გაემგზავრნენ.



კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია