საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება
ა. წ. 14 დეკემბერს ბატონმა ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა “კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი”. გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს. შევნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული.



კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია