ეპარქიები
VI ჟამზე: ეს. I, 19- II, 3.
მწუხრზე: დაბად. I, 14-23. იგავ. I, 20-33.
† † † † † † †
წმ. დოსითეოზ ქუთათელის ტროპარი
ღუაწლთა შინა ღმრთისმსახურებისათა ვითარცა ლამპარი გამოჰბრწყინდი, და წმიდაჲ კვართი შენი სათნოებათა მიერ განაშუენე, წმიდაო მღდელთმთავარო დოსითეოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
წმ. დოსითეოზ ქუთათელის კონდაკი
ეკლესიისა სუეტო შეუძვრელო, საღმრთოო მღდელთმთავარო დოსითეოზ, ლოცვითა შენითა დაგჳფარენ, რომელნი-ესე უგალობთ დიდებულსა საჴსენებელსა შენსა.
† † † † † † †
42 ამორეველ მოწამეთა ტროპარი (საზიაროთაგან), ხმა 4
მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უჴრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხუვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
42 ამორეველ მოწამეთა კონდაკი, ხმა 4
ქუეყანასა ზედა ქრისტესთჳს იღუაწეთ, და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გჳრგჳნი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიენით, და ქრისტჱს ღმრთისათჳს ტკივილთა დათმენაჲ და სისხლთა დათხევაჲ მიითუალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იჴსნით განსაცდელთაგან.
VI ჟამზე: ეს. I, 19- II, 3.
ამას იტყვის უფალი, უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.
20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:
21. ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.
22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა.
23. მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.
24. ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო.
25. და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.
26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.
27. რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.
28. და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ
29. მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა,
30. რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.
31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.
2
1. სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.
2. ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.
3. და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.
მწუხრზე:
დაბად. I, 14-23.
თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.
15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.
16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.
17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.
18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.
19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.
20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.
21. და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.
23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.
იგავ. I, 20-33.
20. სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,
21. ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ.
22. რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ,
23. და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი.
24. რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე.
25. არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.
26. აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის.
27. რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარემოდგმაჲ.
28. რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოონ,
29. რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს,
30. და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.
31. აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა განძღენ.
32. ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს,
33. ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.