ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 |

დიდმარხვის V შვიდეულის პარასკევის [2021 წელს: 3(16) აპრილის] საკითხავნი წმიდა წერილიდან:
წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, XLV, 11-17:
ეს. XLV: 11(ბ) ესრე იტყჳს უფალი ღმერთი წმიდაჲ ისრაჱლისაჲ, რომელმან დაჰბადა იგი, რომელმან შექმნნა მოწევნადნი იგი ჟამნი: მკითხეთ მე ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს და ქმნულთა ჴელთა ჩემთათჳს მამცენით მე. 12 მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი მას ზედა; მე ჴელითა ჩემითა დავამყარე ცაჲ, და მე ყოველთა ვარსკულავთა ვამცენ. 13 მე აღვადგინე იგი სიმართლით სუფევად, და ყოველნი გზანი მისნი წრფელ არიან; ამან აღაშჱნოს ქალაქი იგი ჩემი და ტყუჱ ერისა ჩემისაჲ მოაქციოს არა საჴსრითა, არცა ქრთამითა. თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან: 14 ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ: დაშურა ქუეყანაჲ იგი ეგჳპტისაჲ, და ვაჭარნი იგი ჰინდოეთისანი და საბაითელნი იგი კაცნი მდიდარნი შენ ქუეშე დადგენ. და შენ გმონებდენ და კუალსა შენსა მიგდევდენ, კრულნი ჴელთბორკილითა მივიდენ შენდა და თაყუანის-გცემდენ შენ და შენ აღნათქუემსა აღგითქუმიდენ; 15 რამეთუ შენ თანა არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ ღმერთ შენსა გარეშე; შენ ხარ ღმერთი და ჩუენ არა უწყოდეთ ღმერთი მაცხოვარი იგი ისრაჱლისაჲ, და ჩუენ არა გიცანთ. 16 ჰრცხუენოდენ და კდემულ იყვნენ ყოველნი იგი მტერნი მისნი და ვიდოდიან სირცხჳლეულნი; განახლდებოდეთ ჩემდა მომართ ჭალაკნი, 17 რამეთუ ისრაჱლი იჴსნა* უფლისა მიერ ცხოვრებითა საუკუნოჲთა; არა ჰრცხუენოდის მათ, არცა კდემულ იყვნენ უკუნისამდე ჟამთა, <იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი.>
† † † † † † †
** ვნებითი გვარი: „ხსნილი გახდა“, „ხსნილ იქნა“.
† † † † † † †
წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XXII, 1-18.
დაბად. XXII: 1 და იყო შემდგომად სიტყჳსა ამის, ღმერთმან გამოცადა აბრაამი და ჰრქუა მას: აბრაამ! აბრაამ! ხოლო მან ჰრქუა მას: აქა ვარ! 2 და ჰრქუა მას: მოიყვანე ძჱ შენი საყუარელი, რომელი შეიყუარე, ისააკი, და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ მსხუერპლად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა გრქუა შენ. 3 და აღდგა აბრაამ განთიად და დაასხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისააკი, ძჱ თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა მას ადგილსა, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან, მესამესა დღესა. 4 და მესამესა დღესა აღიხილნა თუალნი აბრაამ და იხილა ადგილი იგი შორით. 5 და ჰრქუა აბრაამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულსა თანა და მე და ყრმაჲ ესე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანის-ვსცეთ და მოვაქციოთ თქუენდავე. 6 წარიღო შეშაჲ იგი მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისააკს, ძესა თჳსსა, მოიღო ცეცხლიცა და დანაკი და წარვიდეს ორნივე ზოგად. 7 და ჰრქუა ისააკ აბრაამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან თქუა: რაჲ არს, შვილო? და მან ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ. სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ? 8 ჰრქუა აბრაამ: ღმერთმან იხილოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლისაჲ, შვილო. და წარვიდეს ორნივე ზოგად. 9 და მიიწინეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და უშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა და დაასხა შეშაჲ და შეკრა ისააკი, ძჱ თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას, ზედა შეშასა მას. 10 და განყო ჴელი მოღებად მახჳლისა და დაკლვად ძისა თჳსისა. 11 და უწოდდა მას ანგელოზი უფლისაჲ ზეცით და ჰრქუა: აბრაამ! აბრაამ! და მან ჰრქუა: აჰა, აქა ვარ. 12 და ჰრქუა: ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმასა მაგას ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს. 13 და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაამ და იხილა: და, აჰა-ესერა, ვერძი ერთი დამოეკიდა რქითა ნერგსა საბეკსა. და მირბიოდა აბრაამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად ისააკის წილ, ძისა თჳსისა. 14 და უწოდა აბრაამ სახელი ადგილსა მას: „უფალმან იხილა“, რამეთუ ჰრქჳან დღეს: „მთასა მას უფალი გამოჩნდა“. 15 და უწოდდა ანგელოზი უფლისაჲ ზეცით მეორედ აბრაამს. 16 და ჰრქუა მას: თავსა ჩემსა ვფუცავ, თქუა უფალმან, ვინაჲთგან ჰყავ ესე სიტყუაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, 17 კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ, და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ. 18 და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისაჲ.
† † † † † † †
იგავნი სოლომონისნი, XVII, 17-XVIII, 5.
იგავ. XVII: 17(ბ) ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, რამეთუ ამისთჳსცა იშვნიან. 18 კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რომელი თავს-იდებნ თავსდებასა თჳსთა მეგობართასა. 19 ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ, 20 ხოლო გულფიცხელი იგი ვერ მიემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეს ენითა თჳსითა, მეყს შევარდეს იგი ძჳრსა. 21 გული უგუნურთაჲ სალმობა არს მომგებელისა თჳსისა. არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა, ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი, 22 ხოლო გულმან მხიარულმან კეთილი და ბრწყინვალე ქმნის და კაცისა მწუხარისანი განჴმებიან ძუალნი. 23 რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი; უღმრთომან მოაქციის გზისაგან სიმართლისა. 24 პირი კაცისა გულისხმისმყოფელისაჲ – ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურისანი – კიდეთა ქუეყანისათა. 25 რისხვა მამისა – შვილი უგუნური და სალმობა მშობელისა თჳსისა. 26 ზღვევაჲ კაცისა მართლისაჲ არა კეთილ არს, არცა – ძჳრისზრახვაჲ ძლიერთა მართალთაჲ*. 27 რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს, და სულგრძელი კაცი – ბრძენ. 28 ჰკითხოს რაჲ უგუნურმან სიბრძნჱ, სიბრძნედ შეერაცხების, რამეთუ გონიერება-შეკრებულად და მოკჳრნედ** თავი თჳსი ყო მან, და აგონა, ვითარმედ ბრძენ არს. XVIII: 1 მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს იგი. 2 არარაჲ უჴმს სიბრძნჱ ნაკლულევანსა გონებითა, უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა. 3 რაჟამსღა მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხ-ყვის, ხოლო მოუჴდეს შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ. 4 წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, მდინარჱ გამოეცემის და წყაროჲ ცხოვრებისაჲ. 5 თუალთღებაჲ უღმრთოჲსა კაცისაჲ არა კეთილ, არცა ღირს – განდრეკად სამართალი საშჯელსა შინა.
† † † † † † †
* „არცა – ძჳრისზრახვაჲ ძლიერთა მართალთაჲ“ – „არც მართალ ხელისუფალთა წინააღმდეგ ბოროტმზრახველობა“.
** „მოკჳრნედ“ – აქ: „დაკვირვებით გამომეძიებელად“ (შდრ. S: „გონება-მოკჳრნედ“)...
† † † † † † †
შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.
† † † † † † †