სამძიმარი დიმიტრი ფანცულაიას გარდაცვალების გამო 7.11.2024

მწუხარებით ვიუწყებით, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა საპატრიარქოს რადიოს გამორჩეული თანამშრომელი, პატრიოტი, თავისი საქმისათვის თავდადებული, უბრალო და გულწრფელი პიროვნება, დიმიტრი ფანცულაია.

სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და საპატრიარქოს თანამშრომლებს.

ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.

დიმიტრი დასვენებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.

გამოსვენება შაბათს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან.