სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (16.01.2024)

ბ-ნ ჯუმბერ პატიაშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

 

დიდად ვწუხვართ ქ-ნ თინა-თინათინ ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო.

შესანიშნავი ადამიანი, ღირსეული მეუღლე, დედა და დიდედა დააკლდა ჩვენს ქალაქს. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ გეგრძნო ამ პიროვნების ღირსება და კეთილშობილება.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ თინა-თინათინის უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა, ამ განსაცდელის დაძლევის და მისთვის ლოცვის ძალა.

 

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს პატრიარქი