სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (11.01.2024)

ქალბატონ თამარ (თათული) ღვინიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდად ვწუხვართ ბაბო (ბარბარე) დადიანის შვილის, ქ-ნ თამარის (თათულის), გარდაცვალების გამო.

ასაკის მიუხედავად, იგი იყო ჩვენი დროის მშვენება, დიდი წარსულის მემკვიდრე, თავადაც შესანიშნავი პიროვნება და ღირსეული ქრისტიანი.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვადი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მშვიდობა და ქალბატონ თამარისთვის (თათულისთვის) ლოცვის ძალა მიანიჭოს.

 

პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი