სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს (22.12.2023)

მის უნეტარესობას, რასტისლავს,

პრეშოვის მთავარეპისკოპოსს და

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს

 

თქვენო უნეტარესობავ,

დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს.

ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის