სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამადლობელი წერილი რომის პაპს(09.08.2023)

მის უწმინდესობას,
რომის პაპ ფრანცისკეს,

თქვენო უწმინდესობავ,
საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა.

დიდი პატივისცემით,
                  
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
    მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და 
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა


თბილისი, 2023  წელი.