ა.წ. 8 ივლისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მუშაობა განაახლა უპოვართა სატრაპეზომ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და თანადგომით დაარსებული სატრაპეზო წლების განმავლობაში ემსახურებოდა სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა პანდემიის გამო დროებით შეაჩერა ფუნქციონირება.
სატრაპეზო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითინნის“ ორგანიზებით, საერთაშორისო მართმადიდებლური ორგანიზაცია IOCC-ისა და პატრიარქის ფონდ ,,მოწყალე სამარიტელის“ ფინანსური მხარდაჭერით განახლდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა.
პირველ ეტაპზე იგი მოემსახურება 150 ადამიანს.