სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო (09.04.2023)


ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ 


მთელი საქართველო გულისტკივილით ეთხოვება საყვარელ შვილს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, შეუდარებელ სპორტულ კომენტატორს, არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელს, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარესა და საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის დიდ მოამაგეს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს,- გამორჩეულს პატიოსნებით, თავმდაბლობით, სიკეთით, ერთგულებით, სულგრძელებით… 
ჩვენც მონაწილე ვართ ამ საერთო მწუხარებისა და შევთხოვთ უფალს, აწ უკვე მარადიულობის მკვიდრმა ჯამლეტის უკვდავმა სულმა თავის დიდებულ წინაპართა სავანეში განისვენოს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ღმერთმა მიჰმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.
პატივისცემით,

 

ილია II

სრულიად საქართველოს 
კათოლიკოს-პატრიარქი,
09.04.2023 წ.