სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო (02.04.2023)

ა.წ. 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო, დალოცა იგი და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წასვლამდე მომღერალი წლების განმავლობაში ხშირად მონაწილეობდა საპატრიარქოში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში და ამჟამადაც სამშობლოში ყოფნისას კვლავ ეწვია მის უწმინდესობას.