სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქ-ნ ნინო სუხიშვილს (01.03.2023)

ქალბატონ ნინო სუხიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს                                                                                      

 

მიიღეთ ჩვენი სამძიმარი მეუღლის, ბატონ ზურაბ ლეჟავას, გარდაცვალების გამო.

შევთხოვ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა. ამდენად, განშორება ახლობელთან დროებითია და  მთავარია, ახლა მისთვის სულიერი დახმარების გაწევა.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი.

პატივისცემით,


ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

 

1.03.2023