იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის 90 წლისთავის საიუბილეო მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს

უნეტარესო, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ჩვენი უმდაბლესობის, ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, უფალო ილია, თქვენს  სასურველ  უნეტრესობას, უფლისმიერი ძმობით ვეხვევით და განსაკუთრებული სიხარულით ვესალმებით.
 
ამ ჩვენი საპატრიარქო და ძმური წერილით, თქვენის ფრიად საყვარელი და სასურველი უნეტარესობისადმი გამოვთქვამთ მხურვალე მილოცვებს, დაბადების 90 და სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის საყდარზე თქვენი აღსაყდრების 45 წლისთავთან დაკავშირებით.
 
ვლოცულობთ, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მბოძებელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი საპატრიარქო მწყემსმთავრული მსახურება, ღვთივსათნო და ქველი  საქმეების გამდიდრებით,  ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და “საკრველითა მით მშვიდობისაჲთა(ეფეს 4.3) ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად“, რათა საუკუნოდ იგალობებოდეს და იდიდებოდეს “ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“.
გემთხვევით წმინდა ამბორით ყოვლადსაკრძალი და ღვთისშემწყნარებელი ქვაბულიდან(ბეთლემის).  
 
თქვენი სანატრლი უნეტარესობის

ქრისტეში საყვარელი ძმა
თეოფილე ΙΙΙ
იერუსალიმის პატრიარქი

 
წმინდა ქალაქი იერუსალიმი, 2022წ. 
 21 დეკემბერი(ახ. სტ. 3 იანვარი)